არჩევნები 2016

ალასანია: არ გამოვრიცხავ, პოლიტიკაში ისევ დავბრუნდე

ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და რასაც ვპირდებოდით, რასაც ვგეგმავდით, ის გაგვეხორციელებინა. ამიტომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და პარტიას რეორგანიზაცია დაეწყო. თუმცა, 4 წელიწადში გვექნება საშუალება, ჩვენი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ახლა დავინახე, რომ ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე და დავინახე, რომ მაკლია ლეგიტიმაცია, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ ისევ პოლიტიკით შემეძლება, ვაკეთო ხალხისთვის საჭირო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი შედეგით დასრულდა არჩევნები, იყო შეურაცხყოფის განცდაც

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები