აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

პუტინი: რუსეთი აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას არ აპირებს

bloomberg.com

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას არ აპირებს. პუტინის თქმით, მან არ იცის, გამარჯვების შემთხვევაში, რომელი კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობის რა ხაზს აირჩევს.

"მინდა, ყველა დავამშვიდო, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები - არ ვაპირებთ აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მოხდენას. ამის მიზეზი ძალიან მარტივია - არ ვიცით, რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ", - თქვა პუტინმა.

პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს ღიად გამოთქვამს, დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი კი გაცილებით აგრესიული რიტორიკით გამოდის, თუმცა რუსეთისთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი საკუთარი მიზნების რეალიზებას.

კომენტარები