ბერნი სანდერსი

ბერნი სანდერსის განცხადებამ ფარმაცევტულ კომპანიას 24 საათში $400 მილიონი დააკარგინა

Reuters

ვერმონტის სენატორმა და დემოკრატთა პარტიიდან პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას ერთ დღეში $400 მილიონი დააკარგინა, სანდერსმა კომპანიას ხარბი უწოდა.

"ფარმაცევტული კორპორაციების სიხარბე წარმოუდგენელ მასშტაბებს იღებს. Araid-მა ლევკემიის საწინააღმდეგო მედიკამენტის ერთწლიანი კურსის ღირებულება თითქმის $199 ათასამდე გაზარდა" - წერს სანდერსი Twitter-ში და თან აზიარებს სტატიას კომპანიის საქმიანობაზე, რომლის მიხედვითაც Araid-მა ლევკემიის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება გასული წლის მანძილზე 27%-ით გაზარდა.

ბერნი სანდერსის განცხადებიდან მალევე საფონდო ბირჟაზე Araid-ის აქციების ღირებულებამ სწრაფი გაუფასურება დაიწყო. 24 საათის მანძილზე კი კომპანიის აქციათა ღირებულება 15%-ით შემცირდა, რამაც Araid-ის წილის მფლობელებს ჯამში $387 მილიონი დააკარგინა, კომპანიის აქციათა ღირებულების ვარდნა ამ დრომდე გრძელდება. 

Araid-მა მედიკამენტი Iclusig-ი შექმნა, რომლითაც უმძიმესი ფორმების ლევკემიას მკურნალობენ. კომპანიამ მედიკამენტის შესაქმნელად ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები