სირიის კრიზისი

პუტინმა სირიაში ავიაციის უვადო განთავსების შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

sputniknews.com

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის უვადო განთავსების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

შეთანხმებას მოსკოვმა და დამასკმა 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს ხელი. მასში აღნიშნულია, რომ ავიაჯგუფის განთავსება სირიაში ბაშარ ასადის თხოვნით მოხდება.

რუსული ავიაცია ამჟამად სირიის პროვინცია ლატაკიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზეა განლაგებული. შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, დამასკი მოსკოვს უსასყიდლოდ გადასცემს.

შეთანხმების თანახმად, რუსი სამხედროები დაუბრკოლებლად შეძლებენ სირიის საზღვრის გადაკვეთას, ისინი არ გაივლიან საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს, ისინი და მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. გარდა ამისა, სამხედროები ასევე გათავისუფლდებიან სირიის ტერიტორიაზე ყველანაირი გადასახადებისგან.

კომენტარები