დღევანდელი გადმოსახედიდან რა მივიღეთ - რა არის აბსოლუტური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის ელემენტები? ეს არის პოლიტიკური ელემენტები, პოლიტიკური ოპოზიცია და ფაქტობრივად, მივიღეთ, რომ დღეს ბოკერია არის დემოკრატიული პროცესის გარანტი საქართველოში. ეს შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომ დღეს ერთადერთი პოლიტიკურად უზრუნველყოფილი ძალა, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს აბსოლუტური ინსტრუმენტების გამო, გამოდის ნაციონალური მოძრაობა. მეორე ელემენტი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიღვიძებს, პირველი არჩევნები იყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად არ ჩანდა. მესამე ელემენტი ეს არის მედია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ვთვლიდი, რომ ისინი ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას და ვებრძოდი იმ რეჟიმს და რუსთავი 2, რომელიც ახდენდა დისტრიბუციას, პროპაგანდისტულ შეფუთვას იმ რეჟიმისას, რომელთანაც მე ბრძოლა მქონდა. დღეს მიწევს იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2 არიან ერთ-ერთი მთავარი გარანტები იმისა, რომ არ მოხდება ძალაუფლების უზურპაცია კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაში
tbl.ge/1y7w
დაკოპირდა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია