არჩევნები 2016

მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, არჩევნების შედეგი საარჩევნო სისტემამ განაპირობა

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში მოღვაწეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველა პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულება. თუმცა, ყველა პარტია თავად ადგენს და განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს. პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანო. სამწუხაროდ, პარლამენტში არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. ეს შედეგი არის განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს. საარჩევნო სისტემით, რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, მიუხედავად მისი მცდელობისა, ეს საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეიცვალა. ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა და დასუსტება, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არის ძალიან დასანანი და სამწუხარო.

პრეზიდენტის სპიკერი ეკა მიშველაძე არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკური პარტიების დაშლასა და საარჩევნო კოდექსზე.

კომენტარები