არჩევნები 2016

დარჩიაშვილი: საზოგადოებისთვის, ხმების 10 %-ის მოპარვის გაცნობიერებას დრო დასჭირდება

სანამ საზოგადოება გააცნობიერებს, რომ მას ხმების 10 პროცენტი მოპარეს, ამას დასჭირდება დრო. ჩემი აზრით, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატები, ვისაც აქვს ამის შანსი და ენერგია უნდა მიდიოდნენ ამორჩეველთან და ეუბნებოდნენ, რომ იცით რა 50 ლარიან პენსიაზე ჩვენ უკვე გელაპარაკეთ და ბევრ სხვა რამეზე. გინდათ მიიღეთ, გინდათ არა. მაგრამ ახლა დაინახეთ ერთადერთი, რომ ხმები არის მოპარული და მოპარვის შედეგად, დიდი ალბათობით ივანიშვილმა შეიძლება კონსტიტუციური უმრავლესობა გაიფორმოს, თავისი დანამატი ინაშვილით და მაშინ ჩათვალეთ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია იქნება უბერკეტო და უძლური. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარჩიაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები