არჩევნები 2016

თარხნიშვილი: მეორე ტურში არმონაწილეობა პრობლემებისგან ბავშვური გაქცევის მცდელობაა

მარტივად ვიტყვი - 1. არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც დემოკრატიული. 2. ეს შედეგები არ გამოხატავს რეალობას.

მაგრამ ამის გამო პარლამენტში არ შესვლა და მეორე ტურში არმონაწილეობა არის პრობლემებისგან ბავშვური გაქცევის მცდელობა.

ეს ნაბიჯი გამოიწვევს ქვეყნის შიგნით ჩვენ მარგინალიზაციას და გარეთ ყველა მხარდამჭერი მეგობრის დახმარების შესუსტებას.

დასავლური ფრთის სრული ჩამოშლის ფონზე ამ ექსპერიმენტზე წავლა, ამ ქვეყნის ბიძინიზაციისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს ნიშნავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი Facebook-ზე წერს

კომენტარები