არჩევნები 2016

არსებული მდგომარეობით, პარლამენტში ქართული ოცნება, ენმ და პატრიოტთა ალიანსი შედიან

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 99.95% პროცენტი. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს სამი პარტია ლახავს - ქართული ოცნება ხმათა 48.61%-ით (856 762 ხმა), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 27.12% (477 596 ხმა) და პატრიოტთა ალიანსი 5.0032%-ით (88 109 ხმა). 3702 უბნიდან, ხმები დათვლილია 3687 უბნის მიხედვით.

მონაცემების განახლებამდე, ცესკოს სპიკერი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია საბოლოო მონაცემებით მცირედით ჩამოცდებოდა საარჩევნო ბარიერს, კომისია იმსჯელებდა, ჩათვლილიყო თუ არა ხმათა მეათასედების სხვაობა ბარიერის გადალახვად.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმისთვის, რომ პარტიამ საარჩევნო მანდატები მოიპოვოს ხმათა არანაკლებ 5% ესაჭიროება, შესაბამისად კანონი ხმათა დამრგვალების მეთოდს არ იცნობს.

კომენტარები