არჩევნები 2016

ალექსი პეტრიაშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვა

eu-integration.gov.ge

ალექსი პეტრიაშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვა - ამის შესახებ მან საკუთარ Fb გვერდზე დაწერა. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაზე ზრუნვას "სხვა რანგში და სხვა დარგში" განაგრძობს.

"მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. 
ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........ სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით!", - წერს პეტრიაშვილი.

ცესკოს პირველადი მონაცემებით თავისუფალ დემოკრატებს 4.61% აქვს და პარლამენტში ვერ შედის.

კომენტარები