საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უზრუნველვყავით დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩავატარეთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. მადლობას ვუხდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათმა ეფექტურმა და მიუკერძოებელმა მუშაობამ მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი. მიუხედავად ამისა, მოხდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა: 1. ასეთი ფაქტების მასშტაბი და რაოდენობა იყო იმდენად მცირე, რომ გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. 2. ყველა ამ ინციდენტზე ხდება რეაგირება და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, არიან დაკავებულებიც. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია.
tbl.ge/1xrp
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო ინციდენტებზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია