არჩევნები 2016

უსკო: აჭარაში ზღვარს "ოცნება", ენმ, პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ლახავს

უმაღლესი საარჩევნო კომისია

უსკოს წინასწარი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. ამ ეტაპზე, 348-დან 265 უბნის შედეგებია დათვლილი.

უკანასკნელი მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქართული ოცნება 44.8 %-ით ლიდერობს, ენმ-ს ხმათა 30 % აქვს, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს კი, 5.8-5.8 % აქვთ.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ზღვართან ყველაზე ახლოს პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის და თავისუფალი დემოკრატები არიან, მათ ხმების 3.1-3.1 % მოაგროვეს.

 

კომენტარები