არჩევნები 2016

ჩუგოშვილი: საქართველოში ყოველმა მეორემ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი თამარ ჩუგოშვილი არჩევნების შედეგებს და გუშინ მარნეულის ოლქში მომხდარ ინციდენტს აფასებს. ჩუგოშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ 20-მდე მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

"საქართველოში ყოველმა მეორემ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენი მომნაცემებით და ცესკო-ის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ხელმისაწვდომია მათ ვებგვერდზე, დაახლოებით 20 მაჟორიტარული ოლქი პარტია ქართულმა ოცნებამ პირველივე ტურში მოიგო. გვინდა, განსაკუთრებულად გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მობილიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ხელმძღვანელობდა, და ეს პირდაპირ ეთერში კარგად ჩანდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ეს ინციდენტი გადაიცემოდა თითქმის უწყვეტად სადღაც სამი საათის განმავლობაში. ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩენილიყო იმის განცდა, რომ არჩევნები არის ძალადობრივი და არ არის სამართლიანი", - განაცხადა დღს გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები