არჩევნები 2016

ISFED-ის PVT: ოცნება - 48.2-50%; ენმ - 25.9-27.7%; პატრიოტთა ალიანსი - 4.6-5.2%

"სამართლიანი არჩევნები" პროპორციული სისტემით არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგებია:

ქართულ ოცნება 48.2 -50%

ერთიან ნაციონალურ მოძრაობა 25.9 - 27.7%,

პატრიოტთა ალიანსი 4.6 - 5.2%

თავისუფალი დემოკრატები 4.3 -4.9%,

სახელმწიფო ხალხისთვის 3.2 - 3.6%,

ლეიბორისტული პარტია 2.9 - 3.3%,

რესპუბლიკური პარტია  1.4 -1.6%.

"აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 52.9%-ია. ცდომილების ზღვარია +- 0.9%. უბნების 97.9%-ზე ხმის მიცემის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან. ხმის დათვლის პროცესში 99.9%-ზე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შედეგები, რაც სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე.

საარჩევნო უბნების 99.7%-ზე საარჩევნო მასალები საოლქო საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად დალუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც ასევე არ განსხვავდება მნიშვნელოვნად 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებისგან( 99.5%) და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისგან (99.0%).

საარჩევნო უბნების 2.9%-ზე არ იმყოფებოდნენ არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საარჩევნო უბნების 89.1% იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. 88.7%-ზე საარჩევნო სუბიექტების მიერ საჩივარი არ დაწერილა. 87.6%-ზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. აღნიშნული უბნების 87.9%-ზე საარჩევნო სუბიექტების მიერ საჩივარი არ დაწერილა. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები 61.3%-ზე იმყოფებოდნენ, ხოლო პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენლები - უბნების 56.6%-ზე", - ამბობენ ISFED-ში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, 3702 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2342+5 (63.4%). ამ დროისთვის, ქართულ ოცნებას 49.93% აქვს აღებული, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26.7%, პატრიოტთა ალიანსს 4.87%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.6%, თავისუფალი დემოკრატები 4.13%, დემოკრატიული მოძრაობა 3.36%, ლეიბორისტული პარტია 3.04%, რესპუბლიკური პარტია 1.48%.

კომენტარები