არჩევნები 2016

ცესკოსთან ე.წ. პოლიტპატიმარმა გიორგი გაბედავამ ენმ-ის აქციის ჩაშლა სცადა

რუსთავი 2

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ე.წ. პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა დააკავეს. ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მივიდა და აქციის ჩაშლა სცადა. ის პარტიის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

მას აქციაზე "რუსეთის აგენტი" უწოდეს და ტერიტორიის დატოვება არაერთხელ სთხოვეს.

ენმ-მ მომხდარის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა, საიდანაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.

კომენტარები