არჩევნები 2016

ენმ: განმუხურის საარჩევნო უბანი ოცნების წარმომადგენლებმა ჩაშალეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განმუხურის საარჩევნო უბანი ჩაიშალა. მათივე თქმით, უბანი ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ჩაშალეს. პრესსამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც ხმის დათვლისას გაირკვა, რომ ენმ იგებდა, ქართული ოცნების კომისიის წევრებმა უბანი დატოვეს და ხმის დათვლის პროცედურა ჩაშალეს.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სიტუაციას გაარკვევენ.

კომენტარები