არჩევნები 2016

ჟვანია: ყველა ოლქიდან რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმებს ველოდით

ტაბულა

ცესკო-მ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, კომისიამ შედეგების გამოქვეყნება ჩვეულებრივზე გვიან იმიტომ დაიწყო, რომ საქართველოს ყველა ოლქიდან რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმებს ელოდა. მისივე თქმით, შედეგები მთელი ღამის განმავლობაში ახალი ოქმების შემოსვლასთან ერთად განახლდება.

"ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ უნდა დავლოდებოდით გარკვეული რაოდენობის ოქმების შემოსვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ ერთი ან ორი რეგიონიდან ან ოლქიდან ოქმები, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან გარკვეული რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმები შემოსულიყო. ამ დროისთვის არსებული მონაცემები ოქმების შემოსვლასთან ერთად, ცხადია, მთელი ღამის განმავლობაში შეიცვლება, თუმცა, ოქმების ატვირთვა უკვე დაწყებულია, ეტაპობრივად დაემატება მონაცემები და ისინი განახლდება დამატებითი უბნების მონაცემების საფუძვლზე", - თქვა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები