არჩევნები 2016

რულოვსი: ახლა კორცხელის დასარბევად კოლონა მიდის

სანდრა რულოვსი
ipress

სამეგრელოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის, სანდრა რულოვსის ინფორმაციით, ამ წუთებში კორცხელის დასარბევად კოლონა მიდის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"აშკარად ვიგებდით, ჩვენი კომისიის წევრებისგან ვიღებდით ძალიან დამაჯერებელ ციფრებს, იქაც კი, სადაც ჩემი ერთადერთი ოპონენტი ედიშერ თოლორაია იყო, მის საკუთარ სოფელში. თქვენ გაიგეთ ჯიხაშკარის შესახებ, ახლა კოლონა მიდის კორცხელში, ალბათ, მეორე კორცხელის მოწყობა უნდათ. ჩვენ კი არა, ისინი აწყობენ რევოლუციას. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენ რა ძალები გვაქვს - არც პოლიცია, არაფერი", - თქვა რულოვსმა.

კომენტარები