არჩევნები 2016

ნათელაშვილი: 20:00-ზე ტელევიზიები გაყალბებულ ეგზიტპოლებს გამოაცხადებენ

Shalva Natelashvili

ლეიბორისტული პარტიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა ხმა საბურთალოს 48-ე უბაზე მისცა. ნათელაშვილის თქმით, იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, აუცილებელია, ყველა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ნათელაშვილი ამბობს, რომ არცერთ ეგზიტპოლის შედეგებს არ ენდობა.

"რვაზე ტელევიზიები გამოაცხადებენ გაყალბებულ ეგზიტპოლებს. არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია და ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისათვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხის მასობრივი აქტიურობა. ყველანი გამოდით სახლებიდან, უბნებიდან, სამსახურებიდან. დღეს უფრო დიდი საქმე საქართველოს არ გააჩნია. რიგებში დგომა, უბნების ამომრჩევლებით გადავსება იქნება იმის გარანტია, რომ არჩევნები არ გაყალბდება და არჩევნები იქნება მართლაც ის, რაც ჩვენს გულსა და სულს გაუხარდება“, - თქვა ნათელაშვილმა ხმის მიცემისას.

კომენტარები