არჩევნები 2016

ალასანია: დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, რომ პარლამენტში ღირსეული ხალხი გვყავდეს

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ხმა გორში, 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ხმა ღირსეულ და გამოცდილ ადამიანებსა და პარტიებს მისცენ.

"დღევანდელ დღეს მინდა, მთელ საქართველოს მშვიდობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობით ჩაივლის დღევანდელი საარჩევნო დღე. მე გორში მივეცი ხმა იმიტომ, რომ გორელი ვარ, გორში ვარ ჩაწერილი და ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, უკეთეს მომავალს, ეკონომიკას, სასამართლოს და ჩვენს მომავალს. ყველას უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ ღირსეულ, გამოცდილ ადამიანებსა და პარტიებს", - თქვა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები