რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული სიტუაციების ცენტრი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში მყოფი რუსი ტურისტებისთვის, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს. სამინისტრო ტურისტებს მოუწოდებს, მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს თავი აარიდონ.
"8 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ტურისტებისთვის რეკომენდებულია, რომ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს თავი აარიდონ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავს საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.