გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

წულუკიანი: ეს იყო სახელმწიფოსა და მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართული დივერსია

ტაბულა

"ეს იყო სახელმწიფოსა და მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართული დივერსია" - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ენმ-ის დეპუტატ გივი თარგამაძეზე განხორციელებული ტერაქტი. წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ "მიუხედავად ამ სამწუხარო ინციდენტისა, 2016 წლის არჩევნები სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდება".

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები