ინგოროყვას ქუჩაზე, სახელმწიფო კანცელარიასთან ათამდე ავტობუსი დგას. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მასში შავტანსაცმლიანი პირები სხედან. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის გამო, სპეცრაზმია მობილიზებული.
ტაბულას სუს-ში უთხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და გვაცნობებენ. მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





