გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გოცირიძე: უკანასკნელი დონის ნაძირლობაა, მომხდარს ინსცენირება უწოდო

მოგვწონს თუ არ მოგვწონს ედუარდ შევარდნაძე, არსებობდნენ ძალიან უტვინო ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ ორჯერ აიფეთქა საკუთარი თავი. აი, ასეთი უტიფრები და ასეთი უნამუსო ხალხი გამოჩნდა დღესაც, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც ინსცენირება იყოს და ასე შემდეგ. ეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უკანასკნელი დონის ნაძირლობა, როდესაც ადამიანი სიკვდილს გადაურჩა რაღაც საოცრებით და ამაზე საზოგადოებას შეთქმულების აზრები მოახვიო. ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს ეს ქმედება პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სიძულვილისა და დაუსჯელობის ატმოსფერო ქვეყანაში.

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს რომან გოცირიძე გივი თარგამაძის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტზე, რომელზეც ქართული ოცნების ზოგიერთი წევრი აკეთებს მინიშნებებს, რომ ეს შესაძლოა ინსცენირებული აქტი ყოფილიყო.

კომენტარები