გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

აშშ-ის საელჩო: ვგმობთ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალადობრივ აქტებს

US Embassy

აშშ-ის საელჩო საქართველოში გუშინ ღამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. საელჩო გმობს მოქალაქეებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ აქტებს და პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

"აშშ-ის საელჩო საქართველოში გმობს საქართველოს მოქალაქეებისა და დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალადობრივ აქტებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არაა და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნება აისახოს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები