გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბოკერია: ახლა ყველაზე მთავარი დაშავებულების გამოჯანმრთელებაა

ენმ-ის წევრის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან ერთი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. კიდევ ერთ პაციენტს ტვინის შერყევა აღენიშნება.

დაშავებულები გვიან ღამით მოინახულა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ. "ამ წამს ყველაზე მთავარია, ეს ადამიანები სწრაფად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელდნენ", - ამბობს ის.

გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა სცადეს. თარგამაძის მტკიცებით, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციური მართვის პულტით აამოქმედეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები