ორგანიზებული გზავნილი აქვთ შეთქმულების თეორიაზე და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს. კაცს პრემიერმინისტრი ჰქვია სახელად, ვიცით, რომ რეალურად არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ბედავს და ასეთ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, მინიშნებებს აკეთებს ისე, რომ არანაირი გამოძიება, თავისივე თქმით, არც კი დაუწყიათ. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოლიტიკურად უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის.
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა
ბოკერია თარგამაძის აფეთქებაზე: პრემიერმინისტრი სამარცხვინოდ აკეთებს მინიშნებებს
tbl.ge/1x9y
დაკოპირდა

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც გივი თარგამაძეზე განხორციელებული ტერაქტი პროვოკაციად შეაფასა. პრემიერის თქმითვე, "ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა".
ამავე თემაზე
- ამით დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი და მისი სიმამრი ამ საქმეში მონაწილეობდნენ - თარგამაძე
- თარგამაძე: გამოდის, ხეჩუაშვილმა გაიღვიძა ერთ დღეს იმ მიზნით, რომ მე უნდა მომკლას უმოტივოდ
- თარგამაძე: ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა სასამართლო ფიქცია იყო
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა




