არჩევნები 2016

ბაქრაძე: ფირების გავრცელებას კი არ ებრძვიან, მათ საფუძველზე გამოძიებას იწყებენ

ჩვენ შევედით იმ სტადიაში, როცა ყოველდღიურად, ლამის ოფიციალურად გვასმენინებენ უკანონო ჩანაწერებს და ამაზე არის ნულოვანი რეაგირება და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ებრძოდეს უკანონო ჩანაწერების გავრცელებას, ისინი უკანონო ფირებს იყენებენ ფაქტად, რომლის შინაარსის საფუძველზე იწყებენ გამოძიებას. ეს არის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. მე ვაღიარებ, რომ ეს ჩვენ დროს იყო პრობლემა და ამორალური და უკანონო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, იქიდანაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ყოველდღე ამის ოფიციალურად გამოქვეყნება ხდება

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში უკანონო ჩანაწერებზე

კომენტარები