გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

სერგეენკო: ამ წუთის მონაცემებით, აფეთქებისას ოთხი ადამიანი დაშავდა

ამ წუთის მონაცემებით, არის ოთხი დაზარალებული, ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში, ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას სჭირდება ოპერაციული ჩარევა, მეორეს მდგომარეობა არის მსუბუქი. ორი დაზარალებული არის გვერდზე კლინიკაში ანუ ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული, თუმცა, ინფორმაციას სრულად მოვაგროვებთ და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებნას გავუწევთ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნება, ოთხიდან ერთი პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, მითუმეტეს ის, რომ დაზარალებული არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები, რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ ამ საქმეს.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ.

კომენტარები