მშენებლობა

ფოთში €25 მილიონიანი ინვესტიციის შედეგად ცემენტის ქარხანა აშენდა

ეკონომიკის სამინისტრო

4 ოქტომბერს ფოთში ცემენტის ქარხანა გაიხსნა. ქარხანა "საქართველოს ცემენტის კომპანიას" ეკუთვნის და ის ფრანგულ-შვეიცარიულ კომპანია Lafargeholcim-თან პარტნიორობით აშენდა. პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა €25 მილიონია. ახალ ქარხანაში 100 ადამიანი დასაქმდა. 

ახალი ქარხნის გახსნას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი მაღალი ტემპებით იზრდება, რის გამოც ახალი ქარხნების გახსნა ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

"საქართველოს ცემენტის კომპანიის" კუთვნილ ცემენტის ქარხანაში დამონტაჟებულია 11 ფილტრი, რომლებმაც გარემოზე ქარხნის ნეგატიური ეფექტი უნდა შეამცირონ. 

ფრანგულ-შვეიცარიული Lafargeholcim წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. კომპანია 2500-ზე მეტ ქარხანას ფლობს.

კომენტარები