არჩევნები 2016

ბექა ნაცვლიშვილი ჟურნალისტს: თქვენთან არანაირი კორექტულობა არ მჭირდება

ბექა ნაცვლიშვილი
ქართული ოცნება

"თქვენთან არანაირი კორექტულობა არ მჭირდება", - ასე მიმართა ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გადაცემა არჩევანში მას შემდეგ, რაც საკრებულოს ხარჯებთან დაკავშირებით ჰკითხეს. როგორც ცნობილია, ის თბილისის საკრებულოში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა.

"თქვენს თანაპარტიელებს[ნაციონალურ მოძრაობას] მიხედეთ. თქვენთან არანაირი კორექტულობა არ მჭირდება. საკუთარ თვალში შეამჩნიეთ და მერე ისაუბრეთ", - მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტს.

კომენტარები