არჩევნები 2016

ტუღუში: ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ჩვენს ინტერესებშია მშვიდობიანი არჩევნები

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ათეულის წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, ენმ გმობს ყველანაირ ძალაობას, მათ შორის გუშინ ღამით, სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს საქმე დროულად გამოიძიონ.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ სოფელ დიდი ნეძში, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ბოლო პერიდოში ვაკვირდებით თუ როგორ ახდენს ძალადობრივი ფონის წახალისებას ხელისუფლება. თუნდაც კორცხელის ინციდენტში მოანწილე პირების წახალისება რომ გავიხსენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ამბობენ დაპირისპირება ქართული ოცნების აქტივისტებმა დაიწყეს, ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმე დროულად გამოიძიონ.

ზუსტად 2 დღის წინ მოხდა ფაქტი, როცა ოცენის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბრალდებული ოცნების მხარდამჭრია, ჩვენ პარტია არაფერში დაგვიდანაშაულებია, ჩვენ მხოლოდ გამოვეხმაურეთ შსს-ს და ოცნების განცხადებებს, სადაც ისინი დისტანციის დათვლით იყვნენ დაკავებულები. როგორც ვხედავთ რაფალიანცის ინციდენტიდანაც ვერაფერი ისწავლა ოცნებამ და ისინი სხვადასხვა ფაქტებით სპეკულირებენ. მოვუწოდებ მთავრობას მოეგონ გონს.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ. ჩვენს ინტერესებშია მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა და მშვიდობიანი გზით მოვიპოვოთ გამარჯვება" - განაცხადა ტუღუშმა.

 

კომენტარები