თავდასხმა ირაკლი ოქრუაშვილზე

ოქრუაშვილის განცხადებით გორში მას ცეცხლი გაუხსნეს, დაიჭრა ორი ადამიანი

Getty Images

გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის განცხადებით, ოქრუაშვილს დღეს საღამოს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცეცხლი გაუხსნეს. ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

"შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა 2 ტიპი უზრდელურად, ჩვენ ძალიან თავაზიანად, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, შემდეგ ამოიღო იარაღი და ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. მათი მდგომარეობა სტაბიულურიაო ასე ამბობენ ექიმები,"- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.

განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი ერთ საათში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

კომენტარები