[კრიმინალის ზრდა] ტყუილია, ეს ყველაფერი თქვენი მოგონილია... მათქმევინეთ ერთი წუთით რა, რა დაგემართათ, როგორ თუ კითხვა არ დაგისვამთ, მე უკვე ვიცი, რა კითხვას მისვამთ და ჩამოყალიბდით. თქვენ იწყებთ ნარატივით, რაც არის ჩერგოლეიშვილის დაწერილი თქვენთვის, რომ ქვეყანაში არის გაზრდილი კრიმინალი, ეს არის თქვენი მოგონილი, აბსოლუტურად, თქვენი მოგონილია თავიდან ბოლომდე, არც ერთი შეფასება, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს. [იმ შემთხვევაში, თუ გაზრდილია კრიმინალი] რა თქმა უნდა, ეკისრება პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას, ისევე როგორც აუცილებლად აეკისრებოდა და დაეკისრებოდა იმ ხელისუფლებას, რომლის მეხოტბეებიც თქვენ ხართ, ყველა იმ კრიმინალზე პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად დაეკისრება, გასაგებია?
tbl.ge/1wy3
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ტაბულას კითხვაზე - კრიმინალის ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა ხელისუფლებას. აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 % ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.
ამავე თემაზე
- დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
- "ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
- კერძო ბაღის აღმზრდელი 2 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს
- მანქანა შეაჯახა 2 ქვეითს, შემდეგ დაზიანებები მიაყენა - ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს




