ევროკავშირი - რუსეთი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე დეკემბერში იმსჯელებს

Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერმინისტრ ვლადიმირ გროისმანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე სავარაუდოდ, დეკემბერში იმსჯელებს.

ტუსკის თქმით, ევროკავშირი მუშაობს ისეთ ვარიანტებზე, რომელიც რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულფასოვანად ამოქმედების საშუალებას მისცემს.

"ჩვენ კვლავ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ დეკემბერში სანქციების პოლიტიკას გავაგრძელებთ", - განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

კომენტარები