ევროკავშირი - რუსეთი

იუნკერი: ევროკავშირმა რუსეთთან კავშირები უნდა გაამყაროს

ევროკომისიის თავჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ისაუბრა.

იუნკერმა ობამა გააკრიტიკა განცხადების გამო, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი რეგიონალური ძალაა. იუნკერის აზრით, ასეთი საუბარი რუსეთის მიმართ დაუშვებელია.

იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თანასწორად უნდა აღიაროს რუსეთი და პატივისცემით მოეპყრას მას.

"რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. მესმის, რომ ეს შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი იყოს, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა, ასე ვეღარ გავაგრძელებთ" - განაცხადა მან პასაუში ვიზიტზე სამხრეთ გერმანიაში.

 

კომენტარები