OPEC

OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოცულობის შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

AP

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე, 2008 წლის შემდეგ პირველად შეთანხმდნენ. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია, ირანისა და ნიგერიის ნავთობის მინისტრებმა გაავრცელეს.

"ოპეკმა დღეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო. 2.5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ კონსენსუსს იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ბაზარი", - თქვა ირანის ნავთობის მინისტრმა.

შეთანხმების თანახმად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღეში 32.5-33 მილიონ ბარელს მოიპოვებენ. დღეს კი, ეს მაჩვენებელი 33.24 მილიონ ბარელს შეადგენს.

შეთანხმებას ხელი ორგანიზაციის ფორმალურ შეხვედრაზე ნოემბერში მოეწერება.

კომენტარები