პაპის ვიზიტი საქართველოში

ეპისკოპოსი: სად იყო ქრისტიანობა რომში, ჩვენთან მოციქული რომ ტაძარს აშენებდა

რომის პაპი იძახის, ჩამოვდივარო მეო, მისიონერული მიზნით საქართველოშიო. რა მისიონერული მიზნით უნდა ჩამოვიდეს რომის პაპი საქართველოში, ეს უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რომში გაგონილიც არ ჰქონდათ ქრისტიანობა, როცა საქართველოში ანდრია მოციქული თავის ხელით აშენებდა აქ ტაძარს, კონკრეტულად, დიდაჭარაში. როცა საქართველოში სამი მოციქული იყო შემოსული. ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა. პირველი საუკუნის 38 წელს. გაგონილიც არ ჰქონდათ რომში ქრისტიანობა

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ქადაგებისას

კომენტარები