ჰეროკრატია

ხაინდრავა "ჰეროკრატიაზე": შედეგმა ყველაფერს გადააჭარბა, მთელი საქართველო უყურებს

ჩვენ ფილმი გადავიღეთ ადამიანებზე, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან, რომლებსაც მთელი ჩვენი საზოგადოება იცნობს. დღევანდელ დღეს, დღეს მოქმედ და არსებულ ცოცხალ ადამიანებზე და პერსონებზე ფილმის გადაღება, მე მგონია, რომ ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ურთულეს ამოცანას თავი გავართვით და ძალიან საინტერესო პროდუქტი შევთავაზეთ მაყურებელს. MYVIDEO-ზე შედით და ერთ სერიას რომ 140 000 კაცი ნახავს, ერთ სერიას მხოლოდ და მხოლოდ ერთ საიტზე... მეორეზე 43 000, მესამეზე 56 000... ერთ სერიას მარტო... აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ იმედის და GDS-ის ყურებადობა აიწია. მე ვფიქრობ, საერთოდ, აბსოლუტურად, ამ თვალსაზრისით ყველაფერს გადააჭარბა შედეგმა. ყურებადობა არის ძალიან მაღალი, პრაქტიკულად, მთელი საქართველო უყურებს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა "ჰეროკრატიაზე".

კომენტარები