არჩევნები 2016

გვარამია: რუსთავი 2 მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებას, თვითონ ეს სიტყვათაშეთანხმება მზარავს. მე ვარ ე.წ. ზვიადისტების ოჯახიდან, რომელიც უმძიმესადაა დაზარალებული ერთადერთი სახელმწიფო გადატრიალებით ამ ქვეყნის ისტორიაში... სახელმწიფო გადატრიალება იყო ის, რაც მოხდა 1991 წელს. მზარავს ამ სიტყვების გაგონებაზე და პირობას ვდებ - იქ, სადაც მე ვიქნები, არ იქნება სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არც ერთი მიზეზით. რუსთავი 2 მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ აქტორს, გაემიჯნონ მკაფიოდ და ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე.

კომენტარები