არჩევნები 2016

ბოკერია: უნდა დავამშვიდოთ ივანიშვილი, არავის აღარ სჯერა მისი

სერიოზულ პასუხს ვერც კი გავცემ ამ ბოდვას. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ სუს-ი საქმის კეთების ანუ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, დაკავებულია ამ ტიპის საქმეებით. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ერთი და იგივე პრინციპები არ გააჩნია, ზოგი შეიძლება, დააშინო, ზოგი მოისყიდო, სერიოზულად ვერც კი განვიხილავ ამ სისულელეს, რაც მოვისმინეთ შუამავლების მეშვეობით, რომ გადატრიალებას გეგმავდა ვიღაცა, ეს არის სრული სისულელე... რეალობა არის ძალიან მძიმე, ოღონდ რეალობა არის ის, რასაც ვისმენთ ივანიშვილისგან. რეალობა არის ასეთი, რომ ეს კაცი დღეს პირდაპირ გვეუბნება - არაადეკვატური მოლოდინი ჰქონდა ხალხს იმის, მე რასაც გავაკეთებდიო. კარგი იქნებოდა, ვინმეს ჩაერთო უკან მისი 2012 წლის დაპირებები - იაფი ფულით დაწყებული, ტარიფების განახევრებით, ყველას რომ ღირსეული შემოსავალი ექნება, ხუთი მილიონი ყველა სოფელს, სოლარიუმებს პირდებოდა, ასი ქარხანა... უსასრულო ჩამონათვალი იყო და ეს კაცი დღეს უტიფრად ამბობს - რატომ გჯეროდათ ჩემიო. უნდა დავამშვიდოთ ივანიშვილი, არავის აღარ სჯერა მისი, ეს უკვე მოხდა. მაგრამ ამავე დროს, მეორე უტიფრობასაც ეუბნება ხალხს რომ "ყველაფერი არის კარგად, უბრალოდ, თქვენ ხართ ბრმები და ვერ ხედავთ, როგორ კარგად ვართ".

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია თავისუფალი ზონის რამდენიმე ყოფილი წევრის ბრალდებებზე დესტაბილიზაციის შესახებ.

კომენტარები