არჩევნები 2016

სააკაშვილი: ივანიშვილს ყველაზე მეტად ჩემი ჩამოსვლის ეშინია

დღეს, ის რისიც ივანიშვილს ისტერიულად ეშინია არის ჩემი ჩამოსვლა საქართველოში. აუცილებლად, ივანიშვილს ჩვენ უნდა გავუკეთოთ ის, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია. რანაირად შეიძლება პატიოსან არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც ივანიშვილი დადის მთელ საქართველოში ხვდება ყველგან ხალხს და მე ჩამიკეტა გზა ჩემს ქვეყანაში. ეს ასეთი რაღაცაა: ორი ფეხბურთის გუნდი, რომ თამაშობს და მსაჯი რომ ერთი გუნდის რამდენიმე თავდამსხმელს მოედნიდან რომ გააძევებს, შემდეგ აღმოჩნდება, რომ შენი გუნდის მოთამაშე ვინც გგონია, იმას მოისყიდიან შესვენებაზე და ის მაისურს გამოიცვლის და გადამწყვეტ მომენტში გადახტება მეორე მხარეს. დაახლოებით ასეთი რამე მოხდა ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა, მოულოდნელად გუნდა, რომელსაც ფეხბურთელები გაუძევეს, ამ რამდენიმე ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა გუნდმა დაიწყო მატჩის მოგება და ამ დროს მთავარი თავდამსხმელები თუ შემოუშვეს მოედანზე უკან, საერთოდ რაზე იქნება ლაპარაკი. ამიტომ, მსაჯს რომელიც რეალურად მსაჯი არ არის და ამ მეორე გუნდის მფლობელია და არაფორმალური მმართველია, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეშინია, მთავარი გუნდის კაპიტნის მოედანზე დაბრუნების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მატჩს ყველა შემთხვევაში მოვიგებთ, პატიოსანი თამაშის წესები აღდგება საქართველოში, მაყურებლები იხილავენ ძალიან ლამაზ დასასრულ თამაშის და გამარჯვება დარჩება საქართველოს. 5-0-ს მოვიგებთ. 41-იანი ანგარიშები საქართველოში აღარ იქნება.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებასა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჩართვაში.

კომენტარები