რესპუბლიკური პარტიის კონკრეტულ წარმომადგენლებს სამწუხაროდ, ახასიათებთ არაკორექტული გამონათქვამები. ეს მათ ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად, ეს ყველაფერი მათზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს, მათ ნამდვილად არ შეშვენით ასეთი არაკორექტული გამონათქვამები, მითუმეტეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია მეოთხე ლიგიდან გადაიყვანა პირველ ლიგაში, მისცა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, ანუ ის პარტია, რომელსაც ჰქონდა 1%-ზე დაბალი რეიტინგი, გახდა რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამისთვის ნამდვილად უნდა იყვნენ მადლიერები, განსაკუთრებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მათი არაკორექტული განცხადებები არის მიუღებელი.
დაპირისპირება რესპუბლიკელებს და ბიძინა ივანიშვილს შორის
კობახიძე: ივანიშვილმა რესპუბლიკელები I ლიგაში გადაიყვანა, მადლიერები უნდა იყვნენ
tbl.ge/1wgs
დაკოპირდა
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორთან საუბარში.
ამავე თემაზე
- ბერძენიშვილი ტაბულას: უსუფაშვილის წერილიდან აზრი ვერ გამოიტანეთ, არ არის ეს იოლი
- უსუფაშვილი: ივანიშვილს თუ პინგ-პონგი არ უნდა, მე ცალ კარში თამაშზე არ ვარ თანახმა
- უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს
- უსუფაშვილი: პასუხისმგებლობა, რომელიც ივანიშვილმა იტვირთა, არის ძალიან მძიმე