დაპირისპირება რესპუბლიკელებს და ბიძინა ივანიშვილს შორის

უსუფაშვილი: პასუხისმგებლობა, რომელიც ივანიშვილმა იტვირთა, არის ძალიან მძიმე

როდესაც მე დავინახე, რომ ის [ივანიშვილი] შეცდომების რეჟიმში იყო, მე დავიწყე საუბარი ამ პოლიტიკურ შეცდომებზე. მე ჩავთვალე, რომ მან პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც ჩემი მხრიდან პოლიტიკურ დებატებს მან მოაყოლა ამ დონის პერსონალური და პიროვნული შეფასებები, აქ კიდევ უფრო მეტად შევშფოთდი. რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა და მე მაშფოთებს ის, რომ მე მგონია, ეს არის შემთხვევა, როდესაც ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კაცმა თავის მხრებზე იტვირთა, არის ძალიან მძიმე და ერთი ადამიანისთვის შეუძლებელიც კი. არადა, მან გადაწყვიტა, რომ სწორედ ერთმა ზიდოს ეს ტვირთი და ეს ძალიან სახიფათოა. სახიფათოა პირველ რიგში ქვეყნისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში.“

კომენტარები