არჩევნები 2016

ალასანია: საზოგადოებას არ აინტერესებს, რა შეფასებებს აკეთებს ივანიშვილი

ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც იქცევა, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ეს შეცდომა აზიანებს მის გუნდს თუ არ აზიანებს, ეს მისი ქცევის ხაზია. საზოგადოებას აბსოლუტურად არ აინტერესებს თუ რა შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები ან ყოფილი პოლიტიკოსები და მითუმეტეს ივანიშვილი. მათ აინტერესებთ, ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ასეთ მდგომარეობაშია ეკონომიკა, უსაფრთხოება, ვინ როგორ შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ. თავისუფალ დემოკრატებს ხალხი იმიტომ გვიჭერს მხარს, რომ ჩვენში ხედავენ ალტერნატივას, რომელსაც ამის კეთება შეგვიძლია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები