არჩევნები 2016

პრემიერი: წინასაარჩევნო პერიოდი მოწმობს, რომ საქართველო დემოკრატიულად ვითარდება

სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით. 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. (ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები