თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Reuters

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის „ა" მიკრორაიონის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, მანავის და ლერწმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები