არჩევნები 2016

NGO-ები პარტიებს მთავრობის სავარაუდო შემადგენლობის დასახელებისკენ მოუწოდებენ

mdfgeorgia.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ და საპარლამენტო სიის და აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორი იქნება პარტიების წარმომადგენლობა მომდევნო მოწვევის პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. 

არასამთავრობოების მიმართვაზე კომენტარები გაკეთდა პოლიტიკურ პარტიებში. პოლიტიკოსების განმარტებით, წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები, შესაბამისად მსგავსი საკითხები ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ აქვთ. ამ საკითხთან მიმართებაში ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობაში.

კომენტარები