არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ივანიშვილს ჰგონია, რომ ჭარბი ნდობა და უკიდეგანო ინტელექტი აქვს

ბიძინა ივანიშვილს კი არ ვადანაშაულებ - ვამხელ. ჩემი გვარი ვერ ახსენა, მიაქციეთ ამას ყურადღება. ყველაზე მკვახე პასუხი მე გავეცი და მან ვერ მიპასუხა და ვერ გვპასუხობს. მიზანი მგონი აქვს ის, რომ არაადეკვატურად აფასებს ვითარებას. მას ჰგონია, რომ აქვს ჭარბი ნდობა, რომ აქვს უკიდეგანო ინტელექტი, Кавказская пленница უყვარს. მას მიაჩნია, რომ მოთხოვნილებასა და შესაძლებლობას შორის ურთიერთობებზე უნდა ილაპარაკოს კავკასიის ტყვე ქალის ფორმულებით და ტექსტებით და არა სამეცნიერო ცოდნით, რომელზეც ეჭვი მაქვს, რომ წარმოდგენა აქვს. ის კანდიდატია, დისერტაცია აქვს დაცული, ამდენი ფული იშოვა, კარგი ბიზნესმენია... ამ თვალსაზრისით მიწოდებასა და რეალიზებას შორის მან იცის რა არის, ის დაიბნა, ამიტომ ვახსენებ, რომ ის ასლან აბაშიძეს მახსენებს, როცა არაადეკვატურია მისი წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის კითხვაზე - რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რესპუბლიკურ პარტიას რომ უპირისპირდება?

კომენტარები