არჩევნები 2016

დანელია: ქართულ ოცნებას ძალადობა არ აწყობს, გასაგებია, ეს ვის აწყობს

უნდა გვესმოდეს ერთი რამ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ქართული ოცნება იქნება მმართველი პარტია, ეს იქნება მმართველი გუნდი და შესაბამისად და შესაბამისად, დეპუტატობის კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ მმართველი გუნდის მხარდაჭერა, იქნებიან გაცილებით უფრო პროაქტიული, გაცილებით უფრო ეფექტური და გაცილებით უფრო მეტი საქმის გაკეთებას შეძლებენ. ეს ცხადყო ძალიან ბევრმა პრაქტიკულმა მოცემულობამ, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე რეგიონში და აქ უკვე ნახსენები იქნა კოჰაბიტაცია. ეს პერიოდი არ არის ჩემთვის კარგად გასახსენებელი, ვინაიდან მე დავიწყე შინაგან საქმეთა სამინსტოთი, ძალიან კარგად მახსოვს შეგნებულად გათავისუფლებული პატიმრები, რათა ყოფილიყო ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ძალადობა ხდება ჩვენი ყოველდღიური რეალობა, მაგრამ, ბუნებრივია, ქართულ ოცნებას ძალადობა არ აწყობს. გასაგებია, ეს ვის აწყობს.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები